მცხეთაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. ასევე განახლდა ავტოპარკი. მცხეთის რაიონულ სასწრაფოს ორი ახალი სპეცავტომობილიც გადაეცა. ადგილზე მომუშავე პერსონალს დღეს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა.