სახალხო ზეიმი მცხეთაში

სვეტიცხოვლობა მცხეთაში სახალხო ზეიმის დღეც არის – ქალაქის ქუჩებში დილიდან სხვადასხვა ასაკზე გათვლილი გასართობი ღონისძიება იმართება. გახსნილია საბავშვო სივრცე, სადაც პატარებს მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვა შეუძლიათ. გამოფენილია ადგილობრივი თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მეწარმეების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები, იმართება სპორტული აქტივობებიც.

ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ სცენაზე ადგილობრივმა ანსამბლებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს, საღამოს კი სცენას ქართველი მომღერლები და მცხეთასთან დამეგობრებული ქალაქებიდან, მათ შორის ტოკიოდან ჩამოსული მუსიკოსები დაიკავებენ.