საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგები

ცხრა თვიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

უწყებას ცხრა თვის განმავლობაში რეაგირება ჰქონდა 2 257 შეტყობინებაზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 378 საქმეზე. დაწყებული საქმეების 56 % სამართალდამცავების მიერ ჩადენილ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება, 31 % – მოქალაქეების მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, მათ შორის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს და სხვა; დაწყებული საქმეების 13 % სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს ეხება.