სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მიმართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება უზრუნველყო, რის საფუძველზეც აღნიშნულ სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.