სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ღამით აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება უკვე დაწყებულია. ოფიციალური განცხადება უწყებამ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს სამართლებრივი მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან ღებულობს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ცნობები, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.