განცხადება საგამოძიებო სამსახურში

ყვარელში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული კი სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.