საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა აჭარის რეგიონში კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.