არასრულწლოვანთა უსაფრთხოება ინტერნეტში

საფრთხეები, რომლებიც ინტერნეტის გზით მოზარდებს ემუქრებათ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია არასრულწლოვნების მიმართ შანტაჟის და მუქარის შემთხვევები და ამ გზით მათგან პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების მოპოვება. ბოლო ასეთი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. მსხვერპლიც და ბრალდებულიც არასრულწლოვანია. მსგავს ფაქტების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციაა. უწყების ცნობით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მოზარდი გოგონები არიან. მსგავსი დანაშაულების პრევენციისთვის სკოლებში სპეციალური კამპანია იწყება. ანონიმურობის დაცვის გარანტიით მოწოდებაა, რომ მსხვერპლმა პირებმა შესაბამის უწყებებს დროულად მიმართონ.