საჩივრების განხილვა და ცესკო-ს პოზიცია

ცესკო-ში ჯამში 1 561 საჩივარია შესული. გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების ნაწილი უკვე დაკორექტირდა. რამდენიმე შემთხვევაში დადგა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხიც. ცალკეულ ფაქტებზე დაწყებულია სამართლებრივი მოკვლევაც. ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ, დიდი ალბათობით არჩევნების მეორე ტური გაიმართება მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში. რატომ იყო ბიულეტენების ნაწილში ამომრჩეველთა რაოდენობასა და დაფიქსირებულ ხმებს შორის მკვეთრი დისბალანსი: ცესკო ერთ-ერთ მიზეზად კოვიდ-ინფიცირებულებისა და იზოლაციაში მყოფებისთვის შექმნილ სპეც-უბნებს და იქ ხმის მიცემის განსხვავებულ წესს ასახელებს. საარჩევნო ადმინისტრაციაში ხაზს უსვამენ, რომ ცალკეული ოქმების შესწორების მიუხედავად, სოციალურ ქსელებსა თუ ცალკეული პირების მიერ, მაინც თავდაპირველი შემაჯამებელი ოქმები ვრცელდება.