სააღდგომო ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია 23 საათზე დაიწყება

მართლმადიდებელი სამყარო ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. სამების საკათედრო ტაძრიდან ლიტურგიას, პირველი არხი პირდაპირ ეთერში დაწყებისთანავე, 23 საათიდან შემოგთავაზებთ.

საქართველოს პირველმა არხმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლირება განახორციელოს და ღია სიგნალი ყველა მაუწყებელს მიაწოდოს. გადაწყვეტილების მიზანია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ტრანსლაცია და მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს, სახლიდან ადევნოს თვალი სააღდგომო მსახურებას.

პირველი არხი სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლაციას განახორციელებს ყველა ხელმისწვდომ პლატფორმაზე – პირველი არხისა და საქართველოს რადიოს ეთერით, ვებპორტალზე www.1tv.ge  და საქართველოს პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ტრანსლირება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.

 

სააღდგომო ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია – 18 აპრილი, 23:00