გადაადგილებაზე შემსუბუქებული რეგულაციები

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, დღეს, პირველ მაისს, 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციისა ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით.

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც, საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.