ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მომლოცველები მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის მომსწრენი კიდევ ერთხელ გახდნენ – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა თბილისის დროით 15:31 საათზე აღსრულდა. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ხილვას ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი ელოდება. აღდგომის ტაძრიდან წმინდა ცეცხლი ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში მიაბრძანეს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასულ დელეგაციებს კი ის საკუთარ ქვეყნებში მიაქვთ, მათ შორის არიან ქართველი პილიგრიმებიც, რომელთაც საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საერო და სასულიერო პირები ელოდებიან.

სააღდგომო ლიტურგიას, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი თათია კუჭუხიძე, ზაზა შუკვანი დეტალებით იერუსალიმიდან.