სააღდგომო ლიტურგია

შუაღამის დადგომისას სააღდგომო საგალობლები ისმოდა ქვეყნის მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში. სამების საკათედრო ტაძარში შეხვდნენ ბრწყინვალე აღდგომას პოლიტიკოსები. საზეიმო ლიტურგიას ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, ტაძარში იმყოფებოდა პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ასევე მოქალაქეებთან ერთად შეხვდნენ დღესასწაულს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.