ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ფოთის საკათედრო ტაძარში

ფოთის საკათედრო ტაძარში წირვას მეუფე გრიგოლი გაუძღვა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტთან ერთად, ღამისთევის მსახურებაში სხვა სასულიერო პირებმაც მიიღეს მონაწილეობა. ლიტურგიის მსვლელობისას, ტაძრის ეზოში ჩატარდა ლიტანიობაც. სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს და აღდგომის საგალობელი იგალობეს.