საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილება

საქართველოს პირველმა არხმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლირების დროს, ყველა მაუწყებელს ღია სიგნალი მიაწოდოს. გადაწყვეტილების მიზანია, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ტრანსლაცია და მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს, სახლიდან ადევნოს თვალი სააღდგომო ლიტურგიას.

პირველი არხი სააღდგომო ლიტურგიის ტრანსლაციას განახორციელებს ყველა ხელმისწვდომ პლატფორმაზე – პირველი არხისა და საქართველოს რადიოს ეთერით, ვებპორტალზე www.1tv.ge და საქართველოს პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუ ქგვერდზე.

ტრანსლირების გადაღება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.