რუსთავის მე-5 ქალთა კოლონიაში 109 ქალი პატიმარი შიმშილობს. ასეთია სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაცია. მსჯავრდებულების პროტესტი სახალხო დამცველის აპარატისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უკავშირდება, სადაც ნათქვამია, რომ შემოწმება არა არსებული სკანერით, არამედ გაშიშვლების პრაქტიკით ხდება.
უწყებაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, პატიმრები კი ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში, შიმშილობის შემთხვევას ეჭვქვეშ აყენებენ და გამოძიებას ითხოვენ.