სააკაშვილი და მედია

სასამართლო დარბაზიდან მიხეილ სააკაშვილის თავდასხმის ობიექტად საქართველოს პირველი არხიც იქცა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოფილმა პრეზიდენტმა სუს-ის მიერ მართულ სახელმწიფო ტელევიზიად მოიხსენია და დარბაზში მხოლოდ ჩვენი არხის კამერის და გადამღები ჯგუფის ყოფნა გააპროტესტა. პირველი არხისადმი უნდობლობის და მისი განცხადებების სუს-იდან დანაწევრების არგუმენტით ექს-პრეზიდენტმა სასამართლო პროცესის გაშუქების უფლების მინიჭება სხვა მედიასაშუალებებისთვისაც მოითხოვა.

საქართველოს პირველ არხს დილიდანვე სასამართლოს წინაშე ოფიციალურად ჰქონდა გაცხადებული, რომ სხდომის პირდაპირ ეთერში გადასაცემად მზად იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა – ჩვენი ტელევიზია კანონით მონიჭებულ უფლებას ყოველთვის იყენებს და 2012 წლის შემდეგ ყველა რეზონანსული საქმის პირდაპირ ტრანსლირებას ახდენს. ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების შემდეგ ბევრს 14 წლის წინ მიღებული ცნობილი კანონი გაახსენდა, რომლითაც სასამართლოს ტერიტორიაზე კამერების დაშვება თითქმის საერთოდ აიკრძალა.