„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შიმშილობის აქცია  

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებს.

პარტიის ოფისთან გაშლილია 12 კარავი. პარტიის წევრების განცხადებით, მათ ოფისთან უკვე სამასამდე ადამიანი შიმშილობს და უახლოეს მომავალში მხარდამჭერებს ისინი კიდევ ელოდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, მოშიმშილეებთან განლაგდეს სასწრაფო დახმარების ჯგუფები. პარტიაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია კოვიდ-რეგულაციების დაცვით ტარდება.

დატოვე კომენტარი