სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

შიმშილობის შემდგომი პერიოდიდან თითქმის 99 % გავლილია – ასეთია კონსილიუმის წევრი ექიმის, ელენე გიორგაძის შეფასება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ექიმის ცნობით, ანალიზები ეტაპობრივად რეგულირდება. რაც შეეხება პატიმართან მნახველების შესვლას, კონსილიუმის წევრი ამბობს, რომ რეკომენდაციის და შეთანხმების თანახმად, დღეში 3 პირი დაიშვება, მნახველების სია კი თავად ყოფილმა პრეზიდენტმა შეადგინა. გიორგაძის თქმით, პაციენტის მეხსიერება წესრიგშია, მენტალური ჯანმრთელობა კი მისი თქმით, ფსიქიატრმა უნდა შეაფასოს. დღესვე, პატიმარი ადვოკატებმა მოინახულეს, რომელთა ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას ორშაბათამდე არ განაახლებს, რათა ამით ხელი არ შეეშალოს მის სასამართლო პროცესზე დასწრებას. სააკაშვილმა მკურნალობის შეწყვეტა და შიმშილობის განახლება გუშინ დააანონსა. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ მასთან ოპოზიციონერ დეპუტატებს არ შეუშვებდნენ.

ამ დრომდე შესვლის პასუხის მოლოდინშია და გორის ჰოსპიტალთან იმყოფება აკო მინაშვილი.