მაღაროელების აქცია პარლამენტთან

პროტესტის მე-19 და შიმშილობის მეოთხე დღე – პარლამენტის წინ მაღაროელების აქცია უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან პროტესტის მონაწილეები და პროფკავშირის წარმომადგენლები დასხდებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილების მოთხოვნა ხელფასის 20 %-ით მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეები, მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე, პერმანენტულ პროტესტს აანონსებენ.