საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა
კიდევ ერთი პლატფორმა, სადაც საქართველო ეროვნული პავილიონით იყო წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყანა ბარსელონაში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 10 ქართული კომპანიის ჩართულობით, 150-ზე მეტი ქვეყნიდან ბარსელონაში ჩასულ სტუმრებს საქართველოს საკონფერენციო, საგამოფენო და კორპორაციული ღონისძიებების ჩატარების პოტენციალი გააცნო. საქმიანი კონტაქტების დამყარების მიზნით შედგა პირისპირ შეხვედრებიც. გლობალურ ღონისძიებაში 2500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.