შიმშილობა სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნით

უკვე მეათე დღეა, „უსინათლოთა კავშირიდან“ გათავისუფლებულები სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნით შიმშილობენ. ჯამში გათავისუფლებულია 13 პირი, მათგან სამი შიმშილობს. ერთ-ერთი ლელა ვეფხვაძეა, რომელსაც დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აღდგენის თაობაზე სარჩელი სასამართლოშია შეტანილი და პირველი პროცესი 23 აგვისტოსაა ჩანიშნული. თავდაპირველად კავშირიდან ორი პირი – გიორგი ენუქიძე და ცირა ვეფხვაძე გაუშვეს. ფაქტი გააპროტესტა 11-მა თანამშრომელმა. ისინი არ დადიოდნენ სამსახურში, მოგვიანებით კი გათავისუფლების შესახებ ცნობა მათაც მიუვიდათ. „უსინათლოთა კავშირის“ დირექტორი ამბობს, რომ რვა უსინათლოს აღდგენაზე თანახმანი არიან, თუმცა ეს პირობა მიუღებელია პროექტის მონაწილეებისთვის.