სააკაშვილის მიმართვა და პოლიტიკური შეფასებები

მკვეთრად ნეგატიური რეაქციები მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ გამოსვლას მმართველ გუნდში.

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, სასამართლო პროცესზე ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყნის ალტერნატიული ისტორია წარმოადგინა. განსაკუთრებული აქცენტი განცხადებების იმ ნაწილზე კეთდება, სადაც 7 ნოემბრის აქციის დარბევა და „იმედში“ შეჭრა სააკაშვილმა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებად, გირგვლიანის საქმე კი არარსებულად და პიარის ნაწილად გამოაცხადა. შეფასებები მძიმეა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილშიც, რომელსაც დღევანდელი სასამართლო პროცესის ყურების შემდეგ შთაბეჭდილება დარჩა, რომ მიხეილ სააკაშვილი არაფერს ნანობს.