„ნაციონალური მოძრაობის“ შიმშილობის აქცია

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობას აგრძელებს. პარტიის ოფისთან კარვები რჩება გაშლილი. მოშიმშილეების განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება შიმშილობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პროტესტის ეს ფორმა პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ბრძოლა საკანონმდებლო ორგანოში უნდა გაგრძელდეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დამნაშავეებმა ჩადენილ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ.