„რუსთავი 2“- ის დამფუძნებლები ტელეკომპანიის მედიაჰოლდინგში გაწევრიანებას ეხმაურებიან. დავით დვალის განცხადებით, მედიაჰოლდინგში შესვლით, „რუსთავი 2“-ის საკუთრების გადამალვა სურთ.
როგორც დვალი ამბობს, „რუსთავი 2“-ს ავტორიზაცია გაუუქმდა და მაუწყებლობას მედიაჰოლდინგის სახელით აგრძელებს, ასევე იგეგმება ქონების ჰოლდინგისთვის სრულად გადაცემა. დამფუძნებლები განმარტებას „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მესაკუთრეებისგან და მმართველებისგან ითხოვენ.