სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მას ორივე ეპიზოდის გათვალისწინებით, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პირველი მუხლი ძალაში დარჩა. მეორე ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით შეფარდებული ჯარიმა მოსამართლეთა კოლეგიამ პატიმრობით შეცვალა.

უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის მიმართ, რომლესაც 50 000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა შეფარდებული. ასევე, ძალაში დატოვეს „ინტერმედია ჯგუფის“ ყოფილი დირექტორის, ზურაბ იაშვილის გამამართლებელი განაჩენიც.

პროკურატურაც და ადვოკატებიც გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.