სტრასბურგის სასამართლოს უარი ნიკა გვარამიას

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო, ის სარჩელის შეტანას ახალა უკვე გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში აპირებს. ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია არ არის.

მმართველი გუნდისთვის ევროპული სასამართლოს უარი ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების კიდევ ერთი დასტურია.

შეგახსენებთ, რომ სარჩელი იმ გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მარტს მიიღო და ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება მას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.