ევროპული დირექტივა

მაუწყებლობის შესახებ კანონი ევროპული აუდიოვიზუალური დირექტივით დაწესებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ეს იყო ევროპული დირექტივა, რომელიც წლების განმავლობაში რეგულირების საჭიროების შესაბამისად იცვლება. ელჩმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდთან ერთად საქართველოს კანონმდებლობის ევროდირექტივასთან დასაახლოებლად მუშაობდა.

ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეც, კახა ბექაური კომისიის მისამართით, ხელისუფლების ოპონენტთა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კომისია, ისევე როგორც ამ დრომდე, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში ღიად და გამჭვირვალედ იმოქმედებს.