დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დაბადების დღეა

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დაბადების დღეა – არხმა მაუწყებლობა 1991 წლის პირველ ივნისს დაიწყო. მას შემდეგ 31 წელი გავიდა. „პასეანსი“, „შვიდეული“, „კინოსეანსი“, „კომუნიკატორი“, „ანტრე“ – ეს იმ გადაცემების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ეთერში გასვლისთანავე, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა მოიპოვეს. მაუწყებლობიდან სამ წელიწადში კი არხი ფესტივალ „მანას“ გრან-პრის მფლობელი გახდა.

მეორე არხი მაყურებელს სთავაზობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს. 2020 წლის 30 მარტიდან მეორე არხზე საფუძველი ჩაეყარა ახალ არხს – „ტელესკოლას, რომელმაც მსოფლიო პანდემიის დროს სკოლის მოსწავლეებისთვის უპრეცედენტო საგანმანათლებლო პლატფორმა შექმნა.

ტელესკოლა