„რუსთავი-2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

15:21, 15.12.2021

„რუსთავი-2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება. სასამართლოში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

„რუსთავი-2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას კი ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავებიან.

მსგავსი