რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებას მოსკოვი ანალოგიური ზომებით პასუხობს.
23 ქვეყნის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს რუსეთის დატოვება უკვე მოსთხოვეს. ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია, თუმცა მსგავსი ნაბიჯი ანონსდება საქართველოს მიმართაც, რომელმაც შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს გუშინ ქვეყნიდან წასასვლელად ერთკვირიანი ვადა მისცა.
სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო ლონდონის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის შემდეგ „მოამბე“ რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს დაუკავშირდა.