თსუ-ში დედაენის დღე აღინიშნა

დედაენის დღესთან დაკავშირებული სპეციალური ღონისძიებები გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქართული ენის სწავლისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. ასევე დაჯილდოვდნენ ესეების კონკურსში, „ჩემი სახელმწიფო ენა – ქართული“, გამარჯვებული „თსუ 1+4“ პროგრამის სტუდენტები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული შრიფტის, ასევე ენის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ლექსიკონების, ანბანის და ქართველი მწერლების ნაწარმოებების გამოფენა.