აქცია თბილისში - ვინ უერთდება პრეზიდენტის მოწოდებას

პრეზიდენტის დაანონსებული აქცია ევროპის მოედანზე დღეს, 7 საათზე დაიწყება. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პარტნიორებს და მოქალაქეებს ელოდება იმისთვის, რომ ევროპას საქართველოს ევროპული არჩევანი დაანახოს. პრეზიდენტმა შეკრებისკენ მოუწოდა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც, თუმცა, ცნობილია, რომ დღეს ევროპის მოედანზე ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია „ლელოს“ და „მოქალაქეების“ წევრები მივლენ. ევროპის მოედანზე აქციაზე მისვლას არ აპირებს „ქართული ოცნება“. ცნობილია, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.