დიპლომატის გაძევება საქართველოდან

ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიესალმება.

განცხადება ელიზაბეტ რუდიმ დღეს გააკეთა.

შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლის გაწვევაზე განცხადებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოშიც. ვიცე სპიკერი არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას დაგვიანებულ გადაწყვეტილებაზე. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს საერთაშორისო პარტნიორებს.

თავისუფალი და დემოკრატიული თანამეგობრობისადმი საქართველოს სოლიდარობას მიესალმება უშიშროების საბჭოს მდივანიც.