ევროპელი ლიდერები მაკრონის ინიციატივის წინააღმდეგ

პარიზში გამართულმა არაფორმალურმა სამიტმა მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას კრემლის გამაფრთხილებელი გზავნილი მოჰყვა. საფრანგეთის დედაქალაქში ჩასულ ლიდერთა დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის დახმარების გზების ძიება იყო. დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხზეც იმსჯელეს, რაზეც კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. თუ პოლონეთის პრეზიდენტს დავეყრდნობით, ამ თემაზე დისკუსიას საკმაოდ ცხრა კამათი მოჰყვა. სამიტის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ თქვეს, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებენ, თუმცა მაკრონმა ეს შესაძლებლობა სამომავლოდ არ გამორიცხა. საფრანგეთის პირველი პირის ხმაურიანი განცხადება შიდა პოლიტიკური მღელვარების მიზეზიც გახდა.