ევროკავშირის სამიტი

ბრიუსელში მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობენ.

ევროკავშირის ლიდერების სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთში არშემდგარი ერთდღიანი ამბოხია. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და დახმარება უნდა გაგრძელდეს – ასეთია ევროკავშირიდან მთავარი გზავნილი კიევის მისამართით. დღევანდელი შეხვედრის მიმართ ინტერესს ნატოს გენერალური მდივნის მონაწილეობა კიდევ უფრო ზრდის. ალიანსის ვილნიუსის სამიტის მოახლოების ფონზე მთავარი კითხვაა – უსაფრთხოების რა გარანტიებს და რა შეთავაზებებს უნდა ელოდოს ომში მყოფი ქვეყანა ნატოსგან. ევროკავშირის ლიდერთა ნაწილი ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციას უკრაინის მისამართით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.