ბირთვული საფრთხეები

ვაშინგტონი მოსკოვიდან მომდინარე ახალ საფრთხეზე ალაპარაკდა.

კაპიტოლიუმში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. კონგრესის დაზვერვის კომიტეტი კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე საუბრობს და რეაგირების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავს. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ცნობით, რუსეთი კოსმოსურ ბირთვულ იარაღს ამზადებს, რომლის სამიზნე აშშ-ის თანამგზავრები უნდა იყოს. მოგვიანებით თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ რუსეთის გეგმა ახლა შემუშავების ფაზაშია. ვაშინგტონი მოსკოვს კოსმოსში იარაღის განთავსებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებას ახსენებს.