როგორია სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმების განმარტებით, ზოგიერთი პარამეტრი გაუარესებულია. პაციენტი თელავის კლინიკიდან თბილისში 2 დღის წინ გადმოიყვანეს. 19 წლის მაჩალიკაშვილის ოჯახი მომხდარის დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.
გენო ოსიყმაშვილი იმყოფება კლინიკასთან – რას ამბობენ ექიმები, როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.