სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება

21:45, 07.07.2023

ექიმების და ექთნების შემდეგ ცვლილებები შედის სანიტრების და ქვედა რგოლის ხელფასებში. მათი მინიმალური ანაზღაურება ფიქსირებული იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ციფრს ჯერ არ ასახელებს, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საუბარია საათში სამლარიან ანაზღაურებაზე, რაც ნიშნავს, რომ თვეში სანიტრების მინიმალური სახელფასო ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრება. დაბალი ხელფასები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. უკვე წლებია, სანიტრები მიზერული ანაზღაურებით მუშაობენ, მათი დიდი ნაწილის ხელფასი 150 ლარს არ სცდება. პრობლემით განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას.

 

მსგავსი