საათობრივი ანაზღაურების რეფორმა კლინიკებში

21:54, 24.10.2023

ექიმების და ექთნების შემდეგ მინიმალური ხელფასი სანიტრების და სამედიცინო პერსონალის სხვა წარმომადგენლებისთვისაც განისაზღვრა.

წლების განმავლობაში საათობრივი ანაზღაურება გამომუშავებაზე, ან კლინიკის მიდგომებზე იყო დამოკიდებული. რეფორმის შედეგად კი მარტო სანიტრების მინიმალური თვიური ხელფასი 600 ლარი იქნება. ფიქსირებული თანხის არ გაცემის და რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში საავადმყოფოებს ჯარიმები დაეკისრებათ. რეფორმის შედეგად გაზრდილი ანაზღაურებები საკმარისი მაინც არ არის სფეროს სპეციალისტებისთვის, რომლებიც სწორედ დაბალი ხელფასის გამო სამედიცინო პერსონალის გაზრდილ მიგრაციაზე საუბრობენ.

 

მსგავსი