ექიმების გაფრთხილება

ექიმები მოქალაქეებს ინფექციების გახშირებაზე აფრთხილებენ.

განსაკუთრებული აქცენტი ყივანახველაზე კეთდება, რომელიც, წინა წლებთან შედარებით, წელს 12-ჯერ არის გაზრდილი. მომატებულია წითელას შემთხვევებიც. მოიმატა კლინიკებში მიმართვიანობის მაჩვენებელმა. მაღალი ცირკულაციის ერთ-ერთ მიზეზად კოვიდ-პანდემიის დროს ჩავარდნილი ვაქცინაციები სახელდება. ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, რომ იმუნიზაციის კალენდარი დაიცვან და გეგმიური ვაქცინაცია ჩაიტარონ.