დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

18:23, 29.12.2017

სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს საკუთარი სახლის საძინებელში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი თელავის კლინიკიდან თბილისში, „წმინდა მიქაელის“ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმის განმარტებით, დაჭრილს  ყველა სახის გამოკვლევა და სამედიცინო დახმარება უტარდება. მაჩალიკაშვილის ოჯახი კი მომხდარის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.  ოჯახს არ სჯერა ოფიციალური ვერსიის, რომლის თანახმადაც ოპერაციის დროს 19 წლის მაცალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ოჯახის ვერსიით მას ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაცვლად მობილური ტელეფონი ჰქონდა.

მსგავსი