აღკვეთის ღონისძიება

საქართველოს ორი მოქალაქისთვის, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. სუსი-ს ინფორმაციით, საქმეში მტკიცებულებად დევს დაკავებულთა სახლებიდან ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალები, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები და ატრიბუტიკა „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში, ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა.