ადვოკატი - თემირლან მაჩალიკაშილის მდგომარეობა მძიმეა და ვფიქრობ, ბრალდება ამ ეტაპზე საჭიროდ არ თვლის საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელებას
ადვოკატი - თემირლან მაჩალიკაშილის მდგომარეობა მძიმეა და ვფიქრობ, ბრალდება ამ ეტაპზე საჭიროდ არ თვლის საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელებას

ვფიქრობ, გამოძიებას აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ თემირლან მაჩალიკაშილის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და საჭიროდ აღარც თვლიან ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა საავადმყოფოში მაჩალიკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

როგორც კუბლაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე მართვის სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„იქიდან გამომდინარე, რომ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა იყო და არის ამ დრომდე უკიდურესად მძიმე, ის დაჭრის მომენტიდან დღემდე ასეა, ახლა როგორც ჩანს, ბრალდების მხარის ყურადღება გამახვილდა და გადატანილია მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე, არ გაგრძელებულა ის პროცედურები რაც უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ის მოთავსებულია საავადმყოფოში და მას იცავენ შესაბამისი სამსახურები.

თელავში, საავადმყოფოში გაკეთდა ოპერაციები და ის დღეს გადმოიყვანეს თბილისში.

მაჩალიკაშვილი არის უგონო მდგომარეობაში და მის მიმართ ბრალის წარდგენა ვერ მოხდებოდა, თუმცა მე ვფიქრობ, გამოძიებას აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ მაჩალიკაშილის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და საჭიროდ აღარც თვლიან ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელებას“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში დღეს გადმოიყვანეს.