დაკავება ტერორიზმის ბრალდებით

სპეცოპერაცია კახეთსა და ქვემო ქართლში.

საქართველოს ორ მოქალაქეს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს ედავებიან. საქმეში მტკიცებულებად დევს დაკავებულთა სახლებიდან ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალები, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები და ატრიბუტიკა „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. გამოძიება ახლა ადგენს, რა სახის საქმიანობას ეწეოდნენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულები ტერორისტულ ორგანიზაციაში. დაკავებულებს ბრალი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად წაუყენეს.