სტრუქტურული რეორგანიზაცია „ევროპულ საქართველოში“. გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ადასტურებს. დავით ბაქრაძის თქმით, ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები კვირის ბოლოსთვის იქნება მიღებული. მისი განცხადებით, შიდაპარტიული ცვლილებები „ევროპული საქართველოს“ ხედვასა და პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს და პარტია საერთო ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნების ერთგული იქნება.