მიხეილ სააკაშვილი დავით ბაქრაძემ მოინახულა

სრულყოფილი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი დღეს საკანში მოინახულა. ბაქრაძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განწყობა ოპტიმისტურია და მიიჩნევს, რომ მეორე ტურში ოპოზიცია დიდი მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს.