გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კანონის უზენაესობის საკითხზე ღია დებატები გაიმართა. დებატების მთავარი საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა იყო.

სხდომაზე სიტყვით საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე გამოვიდა, რომელმაც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევებზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებზე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ რუსეთი ბოროტად სარგებლობს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის უფლებებით. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხსაც.