დავით ბაქრაძის დანიშვნა – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

18:18, 31.08.2022

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. დავით ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს არ მიაჩნდა მიზანშეწონილად დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 21 ივლისს საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქრაძემ ამერიკაში მუშაობის პერიოდში არაფერი გააკეთა და ის არ უნდა ყოფილიყო გაერო-ში წარდგენილი.

დავით ბაქრაძის დანიშვნას და პრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

მსგავსი