რეორგანიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი კლინიკიდან თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განმარტავენ, სამედიცინო დაწესებულებაში ახლა რეორგანიზაცია მიმდინარეობს, თუმცა, სამსახური მედ-პერსონალის არცერთ წარმომადგენელს არ დაუტოვებია და მათი ნაწილი ახლა რეზერვში იმყოფება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობის განცხადებით, რეორგანიზაციის მიზეზი კლინიკის ისევ მრავალპროფილურ დაწესებულებად დაბრუნება და ამ დრომდე, „კოვიდ 19-ზე“ მიმაგრებული ექიმების სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე გადანაწილებაა.